რეზონანსი
(31.03.2024)

მოულოდნელად გარდაიცვალა საქართველოს გიდების ასოციაციის წევრი თეა მელაძე. როგორც ცნობილია გარდაცვალების მიზეზი ინფაქტი გახდა. ორგანიზაცია სამძიმრის წერილს ავცელებს.

„დაუჯერებელია ამ ფაქტის გააზრება რომ გვიწევს, რომ ამ ყველა გაგებით მშვენიერმა ადამიანმა მოულოდნელად დაგვტოვა…

ალბათ გახსოვთ მისი მომღიმარი, სინათლითა და კეთილგანწყობით დამშვენებული სახე, პირველი რომ გეგებებოდათ ჩვენს ოფისში მოსვლისას, მისი ძალისხმევა და შემართებაც გეხსომებათ ყოველ საქმეში რასაც ხელს მოკიდებდა, მართული ერთი მთავარი მიზნით, უკეთესობისკენ შეეცვალა სამყარო თავის გარშემო..

თეა მელაძე გარდაიცვალა დღეს დილას, მოულოდნელი ინფარქტით... წარმოუდგენელია, სიტყვები არ გვყოფნის.

იშვიათია შენნაირი ნათელი ადამიანები, და შენც სულ იქნები ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში სინათლის სხივის სახით” – წერს საქართველოს გიდების ასოციაცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე