რეზონანსი
(29.03.2024)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ექიმი დავით ხარაბაძე გადაცემა „ტაიმ აუტის" ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას მიმართვას აჟღერებს, რომლითაც მან ნაკრების წევრებს თამაშამდე მიმართა.

მისი თქმით, კვარაცხელიამ თანაგუნდელებს მოუწოდა თავი არ დაეზოგათ და ვეტერანი თანაგუნდელებისთვის აუცილებლად გაემარჯვათ, რათა შესაძლოა მათ ასეთი შანსი აღარ მიეცეთ.

„ზუსტად თამაშზე გასვლის წინ ხვიჩა კვარაცხელიამ ითხოვა რაღაცის თქმა მინდაო. შევკარით წრე და ხვიჩამ ამ პატარა ბიჭმა თქვა - ჩემო ძმებო და მეგობრებო დღეს ჩვენ გუნდში გვყავს გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, გიორგი ლორია, ნიკა კვეკვესკირი და ეს ის მომენტია, როცა ამ ადამიანებს შესაძლოა კარიერაში ასეთი შანსი აღარ ჰქონდეთ. ამ ხალხის პატივისცემით გავიდეთ და დარწმუნებული ვარ მოვიგებთო", - ამბობს დავით ხარაბაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე