რეზონანსი
(22.03.2024)

ქორეოგრაფი ანა (ანანო) სამსონაძე გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, იგი მძმე სენს ებრძოდა და რამდენიმე საათის წინ დაიღუპა.

ანა სამსონაძე გახლდათ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ქორეოგრაფ-ქორეოლოგი. თუმცა მას ყველაზე ხშირად საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ხედავდნენ. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა. გასული წლის მიწურულს თეატრალურში დააჯილდოვეს. აი, რას წერდა სოციალურ ქსელში:

"ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ამ წლის მიწურულს ასეთი ბედნიერი დღე მექნებოდა.

და ჩემი უნივერსიტეტის "2023 წლის საუკეთესო თანამშრომლად" დამასახელებდნენ. ძვირფასო კოლეგებო, მეგობრებო, უდიდესი მადლობა დაფასებისთვის, აღიარებისთვის, გვერდში დგომისთვის და სიყვარულისთვის

ჩემთვის ეს ჯილდო წარმოუდგენლად ძვირფასი საჩუქარია."

როგორც ქორეოგრაფი, ანა სამსონაძე ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში იყო. გამოსვენებაც 24 მარტს, 14 საათზე ამ თეატრიდან მოხდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე