რეზონანსი
(21.03.2024)

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს უმასპინძლა, 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატს ერთი ნაბიჯი აშორებს. ორივე გოლის ავტორი ბუდუ ზივზივაძეა.

ბიდი ზივზივაძე 30 წლის ქუთაისელი სპორტსმენია. მან ფეხბურთის თამაში 8 წლის ასაკში, ქუთაისის "იმედის" საფეხბურთო სკოლაში დაიწყო. როგორც თავად ამბობს, მის წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი დედას მიუძღვის.

„ჩემი მშობლები ყოველთვის გვერდში მედგნენ. დედას დავყავდი ვარჯიშებზე, წვიმა იყო თუ ქარი. მაშინ ქუთაისში არ იყო ისეთი კარგი პირობები, რომ სითბოსა და გადახურულში მდგარიყო. ცუდ ამინდებშიც კი იდგა გარეთ და იქიდან მიყურებდა. მამა მუშაობდა და დედა იყო ორიენტირებული ამ თემებზე. დედაჩემის ძალიან დიდი დამსახურებაა ჩემს საფეხბურთო კარიერაში. მისი ძალიან დიდი მადლიერი ვარ“, - ამბობდა ბუდუ.

ბუდუ ზივზივაძე ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს და "კარსრუეს" ღირსებას იცავს. მას ამ სეზონში კლუბში 11 გოლი აქვს გატანილი. 

ფქხბურთელი რჩეული ნინი კვერნაძე გახლავთ. წყვილს ერთი შვილი, 2 წლის შაი ჰყავს. იგი პანდემიის დროს დაიბადა. მამამ მისი ნახვა მხოლოდ 6 თვის შემდეგ შეძლო.

წყვილმა ერთმანეთი წლების წინ, სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო. ორივე წარმოშობით ქუთაისიდან არიან და მათ ბევრი საერთო ნაცნობი ჰყავდათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე