რეზონანსი
(04.02.2023)

გუ­რამ ბაღ­დოშ­ვი­ლი ყველასთვის ცნობილი შეფ-მზარეულია. მის შესახებ საზოგადოებაში ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა ხალხს ყველაფერი აინტერესებს, რაც შეფის გარშემო ხდება. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, მას ცოლ-შვილი არ ჰყავს. 

„ჩემი ცხოვრება, პროფესიიდან გამომდინარე ისეთია, როგორიც შავი ბერის. არ შემხვდა ის ადამიანი, ვინც ჩემი მეგზური გცოლ-შვილი არ მყავს, არ მცალია ამისთვის. თავისუფლება ჩემთვის მნიშვნელოვანია. შეიძლება მივეჩვიე კიდეც მარტოობას. იმ ასაკში, როცა ცოლი მოჰყავთ, მეც მინდოდა დაქორწინება, თუმცა ყველაფერი კრახით დასრულდა. ახდებოდა. ეს სულაც არ არის ცუდი. როცა ხარ მგელი, მდინარე და არწივი, მარტომაც შეგიძლია თავი გაართვა ყველაფერს. ხომ ხედავთ, მტკვარი არაგვს უერთდება და ისინიც სხვადასხვა ფერია. ხანდახან ორ წინდას ვერ ვაწყვილებ და ჩემს თავს როგორ დავაწყვილებ? თინეიჯერობის ასაკში ბიჭებს ცოლები იმიტომ მოჰყავთ, რომ სუსტები არიან და ზურგის გამმაგრებელი ადამიანები სჭირდებათ.

შვილები მინდა, მაგრამ სად მიდიხარ, სად იყავი, როდის მოხვალ? - ეს რომ მკითხოს ვინმემ და წასვლა-მოსვლა გამიკონტროლოს, ვეღარ გავუძლებ. მე დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. ევროპაში 23 წლისა წავედი, თავისუფალი ცხოვრებით ვიცხოვრე, ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაშიც თავისუფალი ვიყავი, აქედან გამომდინარე, ცოლი უკვე საჭირო არ იყო. ძალიან ცოტას ვხედავ ერთდროულად დაქორწინებულსა და ბედნიერს. ხელშეკრულება-კონტრაქტი უფრო აკავშირებს ბევრ ცოლ-ქმარს, ვიდრე სიყვარული. ისეთი წყვილები ვიცი, სექსი საერთოდ რომ არ აქვთ. როგორც მონადირეს უყვარს ნადირობა, ისე უყვარს კაცს ქალი, მაგრამ თავისუფლებას მაინც სხვა ხიბლი აქვს“,- ამბობს გურამ ბაღდოშვილი.

კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე