რეზონანსი
(03.02.2023)

ხობის სოფელ პატარა ფოთის ტერიტორიაზე, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც ირკვევა, გარდაცვლილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ დარჩელის მკვიდრი 32 წლის ნიკა ხუფენიაა. იგი DHL-ში კურიერად მუშაობდა.

„ნიკუ, ვერ ვიჯერებ და არც მინდა დავიჯერო, ჩვენო თბილო, საყვარელო, ეს რამხელა ტკივილი დაგვიტოვე,როგორ მენანები, ღმერთო რა უსამართლოა ეს ცხოვრება", - წერს ოჯახის მეგობარი სოციალურ ქსელში.

გარდაცვლილი 32 წლის მამაკაცი, ავტომანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადასვლის შემდეგ კი ხეს შეეჯახა.

გარდაცვლილის დედა ემიგრაციაში ევროპაში იმყოფებოდა.

„უკვე თბილისში უნდა იყოს, ცუდადაა, ვიღაცას მიუსამძიმრებია იქ იტალიაში და ცუდად გახდა, საცოდავი ქალი", - ამბობს ოჯახის ახლობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე