რეზონანსი
(10.07.2022)

40 წლის ილო ბეროშვილი მეოთხე შვილი მამა გახდება. ამის შესახებ მან "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ისაუბრა. მსახიობის მეუღლისთვის, ანი ბებიასთვის ეს მეორე შვილი იქნება:

„14 წლის წინ, ვინ­მეს რომ ეთ­ქვა, 4 შვი­ლის მამა იქ­ნე­ბიო, ვე­რაფ­რით და­ვი­ჯე­რებ­დი. ახლა ეს რე­ა­ლო­ბაა. 40 წლის ვარ, ამ ასაკ­ში შვი­ლის გა­ჩე­ნა სხვაგ­ვა­რი შეგ­რძნე­ბაა, ბევ­რი რამ გაქვს უკვე ნა­ნა­ხი, დაღ­ვი­ნე­ბუ­ლი ხარ, ბევრ რა­მეს სხვაგ­ვა­რად უყუ­რებ და უფრთხილ­დე­ბი. სესი და ევა უკვე დი­დე­ბი არი­ან.

სესის რომ ვუთხარი, გაუკვირდა და რაღაცნაირად მითხრა, "მართლა?" ვერ მივხვდი, რა რეაქცია ჰქონდა. დღეს მკითხა, ნეტავ გოგოა თუ ბიჭიო? უნდა, რომ ბიჭი იყოს. სქესი ჯერ თავადაც არ ვიცით“, - განაცხადა ილო ბეროშვილმა.

კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე