რეზონანსი
(03.05.2024)

2 მაისს, გვიან ღამით, სვანეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი მდინარე ნაკრაში გადავარდა, მაშველები ამ დრომდე ეძებენ ეკა და გიორგი ვიბლიანებს და საბა გვარმიანს, რომლებიც მანქანაში იმყოფებოდნენ.

ერთ-ერთი გარდაცვლილი შესახებ სოციალურ ქსელში მასწავლებელი ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და გარდაცვლილ მოსწავლეს ემშვიდობება.

„ეს ის შემთხვევაა, როცა არ ვიცი რა დავწერო. ჩვენი ლამაზთვალება მოსწავლე აღარ გვყავს. უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა სვანეთში, მდინარე ენგურში ავტოკატასტროფის შედეგად, სამი ახალგაზრდა დაიღუპა. მათ შორის, რუხის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე, სიცოცხლით სავსე გიორგი ვიბლიანი.

გული მეგლიჯება, სული მეყინება. მაპატიე გიო, მაპატიე, რომ ვერ მოვასწარი, შენთვის კარგი მასწავლებელი და მეგობარი ვყოფილიყავი. ვეცდები, შენი თანატოლებისთვის, უკეთესი ვიყო და ამისთვის თავს არ დავზოგავ. უფალს ებარებოდეთ ანგელოზებო", - წერს მასწავლებელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე