რეზონანსი
(18.04.2024)

პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი მიმართვა გამოაქვეყნა, რასაც მსახიობ ნანკა კალატოზიშვილის გამოხმაურება მოჰყვა.

"ვანდალიზმის გზა ევროპისკენ მიმავალი არ არის! ამ ფოტოშიც ჩანს, რომ ღირსებით ევროპისკენ იმედია!“, - დაწერა ნოე სულაბერიძემ.

ასეთმა დამოკიდებულებამ ნანკა კალატოზიშვილი გააღიზიანა და მისი პოსტის შემდეგი კომენტარი დატოვა:

"შუა თითი რომ ვანდალიზმია და დაცემული კაცის ფეხით ცემა დემოკრატია, ყოჩაღ ნოე!" - დაწერა კალატოზიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე