რეზონანსი
(28.03.2024)

სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტის, ნიკუშა გოგალაძის ემოციური ვიდეო გავრცელდა, რომელიც ამერიკაშია გადაღებული. „ქართველი არავინ არ ხართ?! საქართველო ევროპაზე გავიდა, გილოცავთ“,- ყვიროდა სიხარულით ემიგრანტი. ნიკუშა გოგალაძე საქართველოს ნაკრების ბიჭებს მადლობას უხდის. 

„პირველ რიგში მივულოცავ მთელს საქართველოს საუკუნის გამარჯვებას. ეს არის ემოცია, რომელიც ყველას გვაერთიანებს. ეს სიამაყე, ეს განცდა, როდესაც ხარ უცხო მიწაზე და ყველა გამვლელს გინდა გააგებინო შენს ქვეყანაში რა მოხდა, არასდროს დამავიწყდება. მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო ჩვენს ბიჭებს. ახლაც ძალიან ემოციურია ჩემთვის. როცა ვხედავდი  რომ მოედანზე ხალხი გადახტა და ყველა ერთმანეთს ეხუტებოდა, მინდოდა, რომ მეც იგივე გამეკეთებინა“, - ჰყვება ნიკუშა გოგალაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე