რეზონანსი
(23.03.2024)

ქართველი სოფიკო კვირიკაშვილი კრასნოგორსკიში მდებარე საკონცერტო დარბაზში, „პიკნიკის“ კონცერტზე იმყოფებოდა, როცა შენობაში ტერორისტები შეიჭრნენ. მან ეს ფოტო ტრაგედიის დაწყებამდე ორიოდ წუთით ადრე გამოაქვეყნა.

„შესაძლოა, ჩვენ გადაგვარჩინა იმან, რომ სცენიდან (ავარიული გასასვლელი) გავედით და არა დარბაზიდან“, - თქვა სოფიკომ, რომლის კომენტარსაც გვერდი - „მოსკოვი- თბილისი“ ავრცელებს.

ცოტა ხნის წინ „კროკუსის“ შენობაში ნიღბიანმა უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ხალხს. სროლა დაიწყო მუსიკალური ჯგუფის, "პიკნიკის" გამოსვლამდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე