ქრისტინე კაპანაძე
(19.04.2021)


ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის „მოდერნას" გეგმა, რომ იმუშაოს კომბინირებული ვაქცინის შექმნაზე, შეიძლება უარყოფიყი აღმოჩნდეს ვაქცინების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი კომპანია „ნოვაქსისთვის" იმ შემთხვევაში, თუ ის ბაზარზე „მოდერნას" ჩამორჩება.

თავის მხრივ „ნოვაქსს" ვაქცინების ბაზარზე განსაკუთრებული რეპუტაცია აქვს, ის ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო კორონავირუსის ვაქცინის შექმნისა და წარმოების პროცესში. „მოდერნამ" კი გასული წლის შემოდგომაზე განაცხადა, რომ უერთდება გრიპის ვაქცინების ბიზნესს, თუმცა, ახლა „მოდერნას" განზრახვაა აწარმოოს გრიპისა და კორონავირუსის კომბინირებული ვაქცინა. წელს კი კომპანია ვაქცინების სხვადასხვა ვარიანტების კვლევებს იწყებს.

რამდენად სწრაფად შეუძლია „მოდერნას" კომბინირებული ვაქცინის შემოტანა ბაზარზე და შესაძლებელია თუ არა „ნოვაქსს" გადაასწროს?

„ნოვაქსის" უპირატესობა ისაა, რომ მისი ვაქცინები კომერციალიზაციასთან ახლოს არის, ხოლო „მოდერნა" ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების დამზადების საწყის ეტაპზეა, თუმცა, მეორეს მხრივ „მოდერნას" აქვს ტექნიკური მზაობა ვაქცინის სწრაფი წარმოებისთვის, ხოლო მას შემდეგ, რაც მკვლევარებს ექნებათ ვირუსის გენეტიკური კოდი, შესაძლოა მათ ვაქცინის ახალი ვარიანტი რამდენიმე დღეშიც აწარმოონ.

ამიტომ "მოდერნას" გეგმა, რომ იმუშაოს კომბინირებულ ვაქცინაზე, შეიძლება ცუდი აღმოჩნდეს ნოვაქსისთვის, იმ შემთხვევაში თუ „ნოვაქსი" ჩამორჩება მას ბაზარზე.

მიუხედავად „მოდერნას" გააქტიურებისა, ჯერჯერობით მაინც ნაადრევია იმის პროგნოზირება თუ რომელ კომპანიას შეუძლია კომბინირებული ვაქცინის კომერციალიზაცია პირველად,"- წერს ფინანუსური და საგამოძიებო კომპანია „the motley fool" თავის სტატიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე