რეზონანსი
(16.04.2021)


კომპანია „ფაიზერში“ ამბობენ, რომ ადამიანებს, შესაძლოა, სრულად ვაქცინაციიდან 6-12 თვის განმავლობაში ვაქცინის მესამე დოზის მიღება, შემდეგ კი, ყოველწლიური რევაქცინაცია დასჭირდეთ. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა,  ალბერტ ბურლამ განაცხადა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

„სავარაუდო სცენარია, რომ საჭირო იქნება მესამე დოზა, სადღაც 6-დან 12 თვემდე და შემდეგ მოხდება ყოველწლიური რევაქცინაცია, მაგრამ ამ ყველაფერს დადასტურება სჭირდება,“ – აღნიშნა ალბერტ ბურლამ.

კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ ვაქცინა ეფექტური აღმოჩნდა კორონავირუსის რამდენიმე ცნობილი ვარიანტის, მათ შორის ე.წ. ბრიტანული და სამხრეთ აფრიკული ვარიანტების, წინააღმდეგ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე