რეზონანსი
(15.04.2021)


რუს­თავ­ში 13 წლის გო­გო­ნა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მე-3 სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­და და ეზო­ში მდგარ ავ­ტო­მო­ბილს და­ე­ცა. მო­ზარ­დი იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მისი ჯან­მრთე­ლო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და კლი­ნი­კი­დან ხვალ გა­წე­რენ.

მას შემ­დეგ რაც არას­რულ­წლოვ­ნის გად­მო­ვარ­დნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, მის სა­მე­ზობ­ლო­ში გაჩ­ნდა ვერ­სია, რომ შე­საძ­ლოა მომ­ხდა­რი ინ­ტერ­ნეტ­თა­მაშ "ლურჯ ვე­შა­პთან" იყოს კავ­შირ­ში. ეჭ­ვის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა ​სამი თვის წინ მომ­ხდა­რი ფაქ­ტიც, რომ­ლის დრო­საც ამა­ვე მო­ზარ­დის მე­გო­ბა­რი და თა­ნაკ­ლა­სე­ლი ასე­ვე მე-3 სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­და.

ნანა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, რომ­ლის არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი "ლურ­ჯი ვე­შა­პის" მსხვერ­პლი გახ­და და სი­ცო­ცხლე სუ­ი­ცი­დით და­ას­რუ­ლა, "ამბებს" ეუბ­ნე­ბა, რომ თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის ერთი და იმა­ვე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­დნა, რე­ა­ლუ­რი ეჭ­ვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია.

"ეს ცხა­დია, სა­ყუ­რა­დღე­ბო დამ­თხვე­ვაა. პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან ხელ­საყ­რე­ლია "ლურ­ჯი ვე­შა­პი­სა" და მისი მსგავ­სი თა­მა­შე­ბის მენ­ტო­რე­ბის­თვის, რად­გან ბავ­შვე­ბი ძი­რი­თა­დად სახ­ლებ­ში არი­ან და დიდ დროს ატა­რე­ბენ ინ­ტერ­ნეტ­ში. "ლურ­ჯი ვე­შა­პის" და­ვა­ლე­ბა რომ იყოს, ისი­ნი მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან კი არა გა­ცი­ლე­ბით დიდი სიმღლი­დან გად­მოხ­ტე­ბოდ­ნენ. რად­გა­ნაც მენ­ტორს სურს სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბა "წარ­მა­ტე­ბით" დას­რულ­დეს, რათა ბავ­შვმა ვერ შეძ­ლოს ვე­რაფ­რის მო­ყო­ლა, რო­გორც ეს ჩემი შვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და. მენ­ტორ­მა მას მე-13 სარ­თუ­ლი­დან გა­დახ­ტო­მა და­ა­ვა­ლა, რაც შე­ას­რუ­ლა კი­დეც. ამ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­მოვ­რი­ცხავ რამე სხვა მსგავ­სი თა­მა­ში იყოს. მა­გა­ლი­თად, "მო­ი­ტე­ხე ხელი" , "მო­ი­ტე­ხე ფეხი" და ა.შ. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ეს შემ­თხვე­ვე­ბი გა­მო­საკ­ვლე­ვია" - განაცხადა აცხა­დებს განაცხადა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე