ია აბულაშვილი
(17.12.2020)


გარეჯაში მდებარე კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი - მრავალწყაროს მონასტერი, მე-9-11 საუკუნით თარიღდება. მონასტერი გამოირჩევა თავისი მოხატულობით, რომელიც მე-11 საუკუნისაა და ასევე ნაკაწრი წარწერებით.

მრავალწყაროს ქვაბოვანი მონასტერი ქართუული კულტურის უნიკალური ძეგლია. ისტორიულ წყაროებში მას თეთრ სენაკებად მოიხსენიებენ. სამონასტრო კომპლექსში 5 ეკლესია შედის, რომლებიც ორ იარუსადაა გამოკვეთილი მთის ფერდობზე. ერთ-ერთი ეკლესიის გუმბათი კი სრულიად უნიკალურია და მას ანალოგი არ აქვს არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ. გუმბათი სამ ცილინდრზე დგას.

ერთ-ერთ ეკლესიაში დღესაც შეორჩენილია ღვთისმშობლის ულამაზესი ფრესკა, წმინდა დედების გამოსახულებით, რომელიც მე-9 საუკუნეშია შესრულებული. 

სამონასტრო კომპლექსს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს 65-ზე მეტი ისტორიული ნაკაწრი წარწერა, მათ შორის ყველაზე უძველესია 851 წლის 8 სექტემებრს შესრულებული. ასევე მშენებელ-ხელოსნის წარწერა. წინამძღვრის სამი წარწერა, კაწარელი ეპიკოპოსის მოსახსენიებელი წარწერა. მთავარი ეკლესიის საკურთხეველში კი შესრულებულია უნიკალური ნაკაწრი სცენა, რომლზედაც აქლემებზე ამხედრებული, შუბებით ხელში მეომართა ლაშქარია გამოსახული. ფიგურებს შორის კი არის ნუსხური ნაკაწრი წარწერები, რომელიც მე-11 საუკუნით თარიღდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე