ია აბულაშვილი
(15.12.2020)


თელავთან ახლოს, თურდოს ხეობაში, ისტორიულად გამქრალ სოფელ არტოზაში, რომელსაც დღეს რუისიპირი ჰქვია, მე-12 საუკუნეში აუგიათ წმინდა შიოს სახელობის ეკლესია. ამ ეკლესიის შესახებ წერდა გაზეთი „ივერია“ 1888 წელის ერთ-ერთ ნომერში. წმინდა შიოს მონასტრიდან დღეს შერჩენილია მხოლოდ მთავარი ნაგებობის ნანგრევები. 

ეკლესია დარბაზული სიტილის იყო, ნაგები ქვის ლოდებით. ქართული ხუროთმოძღვრების ეს უძველეს ძეგლი 1247-1259 წლებში მოუხატავთ და თითოეული ფრესკა მაღალი მხატვრული ოსტატობით ყოფილა შესრულებული. 

დასავლეთ კედელზე გამოსახული იყო ჯვარცმა.  კედლის მეორე რეესტრში 12 მოციქულია მედალიონში გამოსახული. ერთ-ერთ მათგანს ხელში ასომთავრულწარწერიანი გაშლილი გრაგნილი უჭირავს. დღეს ამ ფრესკის მხოლოდ ფრაგმენტია შემორჩენილი - მოციქულთა ტერფები.  

წმინდა შიოს ეკლესიის მშვენება იყო ისტორიული პირების პორტრეტები, რომელიც პოსტბიზანტიური ეპოქის უნიკალური ნიმუშია. ეკლესიის დასავლეთ კედელზე გამოსახული  იყო ორი ისტორიული ფიგურა - მეფეების დავით ულუს და დავით ნარინის პორტრეტები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე