ია აბულაშვილი
(24.11.2020)


შიდა ქართლში, ძმას ხეობაში, სოფელ ტყემლოვანში დგას ღვითსმშობლის ეკლესია, რომელიც მე-13 საუკუნეში აუგიათ. ეს ეკლესია იყო ყველაზე დიდი, რომელიც შედიოდა ქოფიზას მამათა სამონასტრო კომპლექსში, რომელიც მე-7 საუკუნით თარიღდება, სახელი კი იერუსალიმის ქოფიზას მონასტრიდან მიუღია. სამონასტრო ცხოვრება აქ ჯერ კიდევ მე-6 საუკუნეში დაწყებულა, სადაც ბერების სადგომი და სენაკები ყოფილა.

მონასტრის მშვენება - ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანის ეკლესია - პირგათლილი ქვისგანაა ნაგები. საკურთხევლის წინ იდგა უძველესი სატრაპეზო ქვა, აქვე კანკელი, რომლის ფილებიც მოჩუქურთმებული ყოფილა. გადარჩენილი ორი ფილა დღეს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.  

ღვთისმშობლის ეკლესია მოუხატავთ მე-13 საუკუნეში. მხატვრობა შესრულებულია დიდი ოსტატობით, ძირითადად ოქროსა და მოწითალო-აგურის ფერებში. ეკლესიას განსაკუთრებულ ელფერს სძენდა დიდი გალავანი „გარეთა ბჭე“, რომელის თაღში ასომთავრული წარწერა იყო, რომელიც გადმოსცემდა ტაძრის აგების და შემკობის ამბავს. დღეს ეს თაღი ასომთავრული წარწერით საქართველოს სხელმწიფო მუზეუმში ინახება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე