ია აბულაშვილი
(22.11.2020)


წმინდა გიორგის თაყვანისცემა საქართველოში მე-4 საუკუნიდან იწყება და იგი ქართველთა მფარველად ითვლება. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს - 6 მაისს და 23 ნოემბრს. 

ლეგენდის თანახმად, წმინდა გიორგის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მისი სხეული დაანაწევრა და მთელს სამყაროში მიმოაბნია. ყველგან, სადაც წმინდანის ნაწილები მოხვდა, სალოცავები დააწესა.

ჩვენს წინაპარს წმინდანის სახელზე 363 ეკლესია და სამლოცველო აუგია საქართვლოს ყველა კუთხეში, მათ შორის არის თბილისთან ახლოს, სოფელ დიღომში, მე-13 საუკუნეში აშენებული ზეგარდის წმინდა გიორგის ეკლესია, რომლის აგებაც ერთ ლამაზ ლეგენდას უკვშირდება. 

შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ეს ძეგლი, რომელიც დღეს ძლიერ დაზიანებულია, ნატეხი ქვით ყოფილა ნაგები, მისი ფასადები კი - ყვითელი თლილი ქვით. ეკლესია თავის დროზე გამოირჩეოდა დეკორტაიული მოხატულობით.

ლეგენდის თანახმად, ერთი ლაკითხეველი კაცი სახლის ასაშენებლად დიღმის ტყეში ხეს ჭრიდა. ამ დროს მოფრინდებოდა მტრედი და ნისკარტით ნაფოტები სადღაც მიჰქონდა. სად მიაქვს ეს ნაფოტები მტრედსო - იფიქრა კაცმა, ადგა და თან გაჰყვა. 

მტრედი ერთ უღრან ტყეში შევიდა, ნაფოტები ერთმანეთზე დააწყო და ბუდეს აშენებდა ეკლესიასავით.

ეს საოცარი ამბავი კაცმა სოფელს გააგებინა. წამოვიდნენ სოფლის მკვიდრნი და თავისი თვალით ნახეს საოცრება, რომელიც ღმერთის მინიშნებად მიიღეს, რომ ამ ადგილზე ეკელსია აეშენებინათ. 

ეკლესიის აშენება ამ კაცს სთხოვეს, რომელიც ოსტატი ყოფილა. მანაც გულმოდგინედ და დიდი სიყვარულით დაიწყო სალოცავის მშენებლობა. როცა დაასრულა, სოფლის მცხოვრებლებმა გასამრჯელოდ რა არ შესთავაზეს - ხარი, ძროხა, ცხვარი და ფულიც კი, მაგრამ ოსტატმა გასამრჯელოზე უარი თქვა და მხოლოდ ერთი სურვილის შესრულება ითხოვა - როცა ეკლესიაში პირველი წირვა აღევლინებოდა, მოძღვარს მისი სახელი ეხსენებინა. 

შეუსრულეს დიღმელებმა ოსტატს სურვილი, რომლიც საუკუნეების მანძილზე ტრადიციად იქცა. როგორც კი წირვა იწყებოდა, პირველად მოძღვარი ეკლესიის ამგებს მოიხსენიებდა - „წყალობა ეკლესიის მშენებელსო“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე