ია აბულაშვილი
(04.11.2020)


მუხრანის ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც მცხეთიდან ახლოს მუხრანში, ისტორიულ შიოსუბანში დგას, ნიკო მუხრანბატონის მიერ არის აგებული. ეკლესია აგებულია რისყის ქვით და დარბაზული ტიპისაა. ამ ეკლსიაში იხიზნებოდა სოფლის მოსახლოება, როცა მტერი შემოესეოდათ. ბოლშევიკებმა კი ღვთისმშობლის ეკლესია ფურნედ გადაკეთეს და კირით შეღებეს, მაგრამ მისი უნიკალური მხატვრობა და ფრესკები მაინც გადარჩა.

როგორც ნიკო მუხრანბატონის შვილიშვილი ნიკო ბური თავის მოგონებებში წერს, ეკლესია პაპამისს 1860 წელს მოუხატინებია ქართველი მხატვრისთვის, რომელმაც ნიკო მუხრანბატონის პორტრეტი შექმნა.

მხატვარს დიდი ოსტატობით შეუქმნია უნიკალური ფრესკა, რომელიც ეკლესიის სამხერთ კედელზე გამოსახული და ღვთისმშობლის მიერ წმინდა ნინოსთვის ჯვრის გადაცემის ამბავს მოგვითხრობს.

ტაძრის კამარზე კი ანგელოზებია გამოსახული. განსაკუთრებულად ლამაზია ფრესკა, რომელზედაც ცისფერ ღრუბელზე მჯდომი მამა ღმერთია გამოსახული, მასზე გარდამომავალი სული წმინდით და ქერუბიმებით გარემოცული. ეს ფრესკა ეკლესიის კონქვეშაა მოხატული.

აქვეა გამოსახული წმინდა მამები ისე წილკნელი და შიო მღვიმელი. წმინდა დედები, შუშანიკი, პარასკევა, ეკატერინე და ბარბარე. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე კი წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთაა ასახული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე