ია აბულაშვილი
(01.11.2020)


ისტორიულ ჰერეთში, კახში, ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში თორმეტი ქართული ეკლესია ყოფილა, რომელთა ნანგრევები დღემდე არის შემორჩენილი. მათ შორის არის „კასრის საყდარი“, რომელიც მთის თხემზე მდებარეობს და ტყე აკრავს. ეს სახელი ეკლესიამ მიიღო საყდრის ქვევრისგან, რომელშიც ინახებოდა კახის მოსახლეობისგან შეწირული საზედაშე ღვინო.

„კასრის საყდარი“, რომელიც თეთრი თლილი ქვისგან იყო ნაგები, წმინდა სამების სახელზე აუგიათ და ისტორიულ წყაროებში „კასრის სამების“ სახელით არის მოხსენიებული. 

„კასრის სამების საყდარი“ მოხსენიებულია ქართულ მატიანეშიც.  ტაძარი აუგია მეფე არჩილს მე-8 საუკუნეში. ჯუანშერის თხზულებაში ვკითხულობთ, რომ არჩილ მეფე „დაჯდა წუქეთს და აღაშენა კასრი და ხევსა ლაკაუსტისასა აღაშენა ციხე“. „კასრის სამების საყდარი“ მრავალჯერ იქნა აოხრებული მტრისგან. დღეს მხოლოდ მისი ნანგრევებია შემორჩენილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე