ია აბულაშვილი
(25.10.2020)


ისტორიულ ქსნის ხეობაში, სოფელ არმაზის მახლობლად, რომლის სახელიც ქართველთა წარმართულ ღვთაებას არმაზს უკავშირდება, დგას ქართული ხუროთმოძვრების უძველსი ძეგლი - წმინდა გიორგის ეკლესია. ეკლესიის სამხრეთ ფასადზე შემორჩენილი ასომთავრული წარწერის მიხედვით, ეკლესია აუგიათ 864 წელს. ეს პირველი ქართული ეკლესიაა, რომლის წარწერაში ეკლესიის აგების ზუსტი თარიღია მითითებული.

ეკლესიას ქართული ხურთომოძთრებისთვის უჩვეულო კომპოზიცია აქვს, მისი ძირითადი სივრცე გადახურულია ოთხ თავისუფლად მდგარ ბურჯზე. ეკლესიის კედლები ქვა-ყორისაა, კონქის თაღი, გუმბათი და ბურჯები შირიმისა. ეკლესია შიგნით სვეტებით არის მორთული, სვეტებზე კი დაყრდნობილია თაღებიანი კანკელი, რომელზედაც შემონახულია მოხატულობა ერთ-ერთი უძველესი საქართველოში დღემდე ჩვენამდე მოღწეული ნიმუშებიდან. ეს არის მოწითალო ფერის საღებავებით შესრულებული წმინდანთა თავების გამოსახულებანი და ჯვრები. 

არმაზის წმინდა გიორგის ეკლესიას ასევე ამშვენებდა მე-9 საუკუნის მოხატულობა. აქვე ინახებოდა ჩვენამდე მოღწეული ქსნის სახარება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე