რეზონანსი
(20.07.2021)


 საქართველს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ი. ღარიბაშვილს,

ძვირფასო ბატონო ირაკლი,

2020 წლის 25 ოქტომბერს, ოჯახი მიდიოდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდველიდან სოფელ დიმში ბაბუის ეზოში ხეხილის ნერგების დასარგავად. ბაღდათის გზაზე მოუვიდათ ავარია, სადაც ადგილზე გარდაიცვალა ამ ბავშვის, მარიამის მამა, ბებია, ბებიის ძმა და მისი 4 წლის ძმა.

მარიამი და მისი დედა კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს ქუთაისში, ევექსის კლინიკაში. რამდენიმე დღეში ბავშვს შეეყარა კოვიდ-ინფექცია და იგი რეანიმობილით გადაიყვანეს თბილისში, ციციშვილის კლინიკაში. მარიამის დედა გარდაიცვალა 24 ნოემბერს ქუთაისის ევექსის კლინიკაში.

მთელი ოჯახიდან ერთადერთის, მარიამის სიცოცხლეღა შემოგვრჩა და ისიც კომაშია. როგორც მისი ახლობლები ამბობენ, მისი გადარჩენის ერთადერთი გზა საზღვარგარეთ მკურნალობაა, მაგრამ ოჯახს ფინანსები ამოეწურა. მოქალაქეები შეძლებისდაგვარად ეხმარებიან ფულადი სახსრებით, მაგრამ ვერაა საკმარისი.

ბატონო ირაკლი, გთხოვთ გულთან მიიტანოთ ჩვენი ტკივილი, პატარა მარიამის გასაჭირი და დაეხმაროთ!

ბატონო პრემიერ-მინისტრო, საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფის სახელით გთხოვთ, გადაარჩინოთ პატარა მარიამის სიცოცხლე!

წინასწარი მადლიერების გრძნობით და ყოველივე საუკეთესოს სურვილით,

სოლომონ ნერგაძე მოლეკულური ბიოლოგიის ასისტენტ-პროფესორი, ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების დეპარტამენტი, პავიას უნივერსიტეტი, პავია (იტალია) ივლისის 20, 2021, პავია, იტალია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე