ია აბულაშვილი
(26.10.2020)


"არანაირი ობიექტური მაჩვენებელი ოპოზიციის სასარგებლოდ არ ჩანს, ძალიან კარგად იციან რა მდგომარეობაშიც არიან, ამიტომ ყველა აქტიურობით ქმნიან ილუზიას, რომ არჩევნების შემდეგ არეულობის შემოტანა გაამართლონ. ეს არის სრული სამზადისი 31 ოქტომბრისთვის"- აცხადებს აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი არჩევნების მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით საუბრისას.

არჩევნებამდე ხუთი დღე რჩება და საარჩევნო მარათონი პიკს აღწევს. როგორც "ოცნებაში აცხადებენ, ყველა ქალაქსა და რეგიონში მოიგებენ. ოპოზიციაც დარწმუნებულია გამარჯვებაში და ხელისუფლებას ოპოზიციაში გადასასვლელად მომზადებას ურჩევს.

"ოპოზიცია ყველა აქტიურობით ქმნის ილუზიას რომ არჩევნების შემდეგ პროტესტი და არეულობა გაამართლოს. ეს არის სრული სამზადისი 31 ოქტომბრისთვის. თავად მიშა სააკაშვილმა განაცხადა, რომ "ელოდეთ კიდევ ბევრი სიურპრიზი მაქვს მომზადებულიო", რასაც აკეთებს კიდეც. ოპოზიცია დარჩენილ პერიოდში ცდილობს ყველანაირად დაძაბოს სიტუაცია.

"რაც შეეხება არჩევნების მოსალოდნელ შედეგებს, ყველა კვლევა, მათ შორის ოპოზიციის მიერ ჩატარებული, აჩვენებს, რომ "ოცნება" წინაა, ამიტომ არიან ასე გამხეცებული.

"ხელისუფლება როგორც ყოველთვის მორიდებულად და ფრთხილად იქცევა, რადგან დემოკრატიულ პრინციპებს ასე სჭირდება; დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებზე საზოგადოების აქტივობა იქნება მაღალი, არ შეუშინდება არც ეპიდემიას, რადგან ოპოზიციის ბოლო დროინდელი ქმედებები ყოვლად მიუღებელია საზოგადოებისთვის.

"ნაცები" და გუბაზია მისაღები, მხოლოდ ოპოზიციის მხარდამჭერებისთვის. მომავალი პარლამენტი აღარ იქნება ორპოლუსიანი, ბევრი პარტია შევა და როდესაც დაინახავენ "ნაციონალური მოძრაობის" უპერსპექტივობას, ისინიც შეიცვლებიან"- განაცხადა "რეზონანსთან" თემურ ნანეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე