რეზონანსი
(15.08.2026)

რუსეთის არმიის მიერ უკრაინის დნეპროპეტროვსკის რეგიონის ქალაქ მარგანეცზე თავდასხმას არასრულწლოვანი ემსხვერპლა.

უკრაინული მედიის თანახმად, 15 აგვისტოს ღამეს, ქალაქში თავდასხმის სამიზნე ოთხსართულიან საცხოვრებელ შენობა გახდა. უპილოტო აპარატებით თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. დაჭრილებს შორის ბავშვებიც არიან, რომელთაგან ზოგიერთი მძიმე მდგომარეობაშია.

რუსებმა ღამით ქალაქ ზაპოროჟიეზეც მიიტანეს იერიში. ქალაქის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის უფროსის, ივან ფედოროვის თქმით, დრონის დარტყმამ ქალაქში მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე