რეზონანსი
(15.08.2026)

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთს ქალაქ სამარაში მდებარე „პროგრესის“ სარაკეტო და კოსმოსურ ცენტრს FP-5 „ფლამინგო“ რაკეტებით დაარტყეს.

უკრაინულ კომპანია „ფაიარ ფოინთში“ განაცხადეს, რომ „პროგრესის“ სარაკეტო-კოსმოსური ცენტრი რუსეთის სარაკეტო-კოსმოსური ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი საწარმოა.

მათივე ცნობით, ცენტრი ავითარებს და აწარმოებს საშუალო კლასის გამშვებ მანქანებს, მათ შორის „სოიუზ-2“-ის ოჯახს, ასევე კოსმოსურ ხომალდებს დედამიწის დისტანციური ზონდირებისა და სამეცნიერო პროგრამებისთვის.

აღსანიშნავია, რომ „სოიუზ-2“-ის გამშვები მანქანები გამოიყენება „რასვეტის“ სატელიტური ინტერნეტ თანამგზავრების გასაშვებად, რომლებიც „სტარლინკის“ რუსული ეკვივალენტია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე