რეზონანსი
(23.06.2026)

2026 წლის 15 ივ­ნისს ხი­ზირ დერ­ბი­ჩე­ვის დედა, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში მედ­დად მუ­შა­ობს, მო­რი­გე­ო­ბა­ზე მი­დი­ო­და. მან უფ­როს ვაჟს, 8 წლის ხი­ზირს სთხო­ვა, უმ­ცრო­სი ძმის­თვის მი­ე­ხე­და და მა­მას­თან ერ­თად ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა სე­ირ­ნო­ბი­სას ბავ­შვე­ბი მე­გობ­რებ­თან ერ­თად მდი­ნა­რე სუნ­ჟას ნა­პი­რას აღ­მოჩ­ნდნენ. ხი­ზი­რის მე­გო­ბარს, ადამს, ფეხი აუ­ცურ­და და ადი­დე­ბულ მდი­ნა­რე­ში ჩა­ვარ­და. მან მაშინვე მე­ო­რე მე­გო­ბარს, მუ­ჰა­მადს გა­და­ხე­და და უთხრა სი­ტყვე­ბი, რომ­ლებ­მაც შემ­დგომ­ში მთე­ლი რე­გი­ო­ნი აა­ტი­რა: „მოდი, ჩვენ ხომ კა­ცე­ბი ვართ, მოდი გა­და­ვარ­ჩი­ნოთ!“ ხი­ზი­რი უყოყ­მა­ნოდ გა­დახ­ტა ყი­ნუ­ლი­ან, ადი­დე­ბულ წყალ­ში, მი­ცურ­და მე­გო­ბარ­თან და მო­ა­ხერ­ხა მის­თვის ხელი ეკრა და ნა­პირ­ზე მყო­ფი ხის ფეს­ვე­ბი­სა და ტო­ტე­ბის­კენ გა­იყ­ვა­ნა.

ადა­მი შემ­თხვე­ვით ჩავ­ლილ­მა მან­ქა­ნამ და უფ­რო­სებ­მა დრო­უ­ლად შე­ნიშ­ნეს და წყლი­დან უვ­ნებ­ლად ამო­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა თა­ვად ხი­ზირს ძალა გა­მო­ე­ლია და სწრაფ­მა დი­ნე­ბამ ის თვალ­თა­ხედ­ვი­დან მა­ლე­ვე გა­აქ­რო.

ამ წა­მი­დან და­ი­წყო მას­შტა­ბუ­რი სამ­ძებ­რო ოპე­რა­ცია, რომ­ლის მსგავ­სიც ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ას დიდი ხა­ნია არ ახ­სოვს. მდი­ნა­რე სუნ­ჟა უკი­დუ­რე­სად ცივი და სა­ხი­ფა­თოა, სავ­სეა ლა­მით, წაქ­ცე­უ­ლი ხე­ე­ბი­თა და ნაგ­ვით, რაც ძებ­ნას პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბელს ხდი­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სო­ფელ იან­და­რეს­თან, სა­დაც ტრა­გე­დია მოხ­და, 20 ათას­ზე მეტი მო­ხა­ლი­სე შე­იკ­რი­ბა.

ადა­მი­ა­ნე­ბი ტო­ვებ­დნენ სამ­სა­ხუ­რებს, ოჯა­ხებს და მი­დი­ოდ­ნენ ინ­გუ­შეთ­ში ჩეჩ­ნე­თი­დან, და­ღეს­ტნი­დან და ოსე­თი­დან. საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, რომ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტიც კი ნა­წი­ლობ­რივ შეც­ვა­ლეს, ხოლო მო­ხა­ლი­სე­ე­ბი წყალ­ში ცო­ცხალ ჯაჭ­ვე­ბად ჩად­გნენ და სან­ტი­მეტრ-სან­ტი­მეტრ ამოწ­მებ­დნენ ფსკერს. ვინც ფი­ზი­კუ­რად ვერ შე­დი­ო­და წყალ­ში, მა­ძი­ებ­ლებს საკ­ვე­ბი­თა და წყლით უზ­რუნ­ველ­ყოფ­და. ძებ­ნის პრო­ცეს­ში, 20 ივ­ნისს, ხი­ზირს 8 წელი შე­უს­რულ­და. სა­ნამ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ყი­ნუ­ლი­ან წყალს ჩხრეკ­და, პა­ტა­რა გმი­რის და­ბა­დე­ბის დღე თენ­დე­ბო­და.

რვა დღის შემ­დეგ, 22 ივ­ნისს, 16:50 სა­ათ­ზე, იმე­დი სა­ბო­ლო­ოდ ჩაქ­რა. მო­ხა­ლი­სე­ებ­მა ხი­ზი­რის ცხე­და­რი ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლი­დან 10 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით იპო­ვეს.

დერ­ბი­ჩე­ვე­ბის ოჯა­ხი უკი­დუ­რე­სად ხელ­მოკ­ლედ ცხოვ­რობს. ბავ­შვის მამა, ხა­სა­ნი, სულ რა­ღაც 31 წლი­საა დაც­ვა­ში მუ­შა­ობს. მას 8 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თვა­ლი არ მო­უ­ხუ­ჭავს, პი­რა­დად და­ე­ძებ­და შვილს და ღმერ­თს მის გა­დარ­ჩე­ნას სთხოვ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე აღ­მოჩ­ნდა დე­დის, მა­დი­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა. იგი თა­ვად არის ობო­ლი, რო­მელ­საც მშობ­ლე­ბი არ ჰყავს და სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის გარ­და, თა­ვის უმ­ცროს და-ძმებ­საც პატ­რო­ნობს.

რაც ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რია, მა­დი­ნა ახლა მე­სა­მე შვილ­ზეა ორ­სუ­ლად. მან თა­ვი­სი უფ­რო­სი, იმე­დის მომ­ცე­მი ვაჟი და­კარ­გა, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში ფრი­ა­დო­სა­ნი იყო და ლექ­სებ­საც კი წერ­და.

"არ ვი­ცით, რო­გორ გა­ვაგ­რძე­ლოთ ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ვი­ცით, რომ ჩვე­ნი შვი­ლი სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბა ხალ­ხის გუ­ლებ­ში“, - ამ­ბობს დედა.

ხი­ზი­რის ცხე­და­რი მა­ლე­ვე გა­და­ას­ვე­ნეს მის მშობ­ლი­ურ სახ­ლში, სო­ფელ ტრო­იც­კო­ე­ში, სა­დაც 23 ივ­ნი­სის სა­ღა­მოს კავ­კა­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი დაკ­რძალ­ვა გა­ი­მარ­თა.

პა­ტა­რა გმი­რის გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბელ ცე­რე­მო­ნი­ას ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო. ხი­ზი­რის სა­სახ­ლე მა­მა­კა­ცებ­მა ფე­ხით გა­ა­ტა­რეს მთე­ლი სო­ფე­ლი სა­საფ­ლა­ომ­დე. დაკ­რძალ­ვა­ზე შე­იკ­რიბ­ნენ სამ­ხედ­რო­ე­ბი, მაშ­ვე­ლე­ბი და უხუ­ცე­სე­ბი რე­გი­ო­ნუ­ლი დრო­შე­ბით. ხალ­ხი იმ­დე­ნად ბევ­რი იყო, რომ სა­საფ­ლა­ო­ზე ფი­ზი­კუ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლი აღარ დარ­ჩა.

ამ­ჟა­მად რე­გი­ო­ნულ მე­დი­ა­ში აქ­ტი­უ­რად ქვეყ­ნდე­ბა ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბის ან­გა­რი­შე­ბი, რად­გან ორ­სულ დე­და­სა და მა­მას ფი­ნან­სუ­რად უკი­დუ­რე­სად უჭირთ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კი, ხი­ზი­რის და­ბა­დე­ბის დღე, 20 ივ­ნი­სი, ამი­ე­რი­დან ყო­ველ­წლი­უ­რად აღი­ნიშ­ნე­ბა, რო­გორც გმი­რო­ბის დღე.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე