რეზონანსი
(22.06.2026)

4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 8 პირი მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა სრულად დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ ყველა მათგანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა: 

ალექსანდრე ჩილაჩავას - 5 წელი;

ზურაბ ჭავჭანიძეს - 5 წელი;

გენადი კუპრეიშვილს - 5 წელი;

ვლადიმერ გველესიანს - 5 წელი;

ამირან დოლიშვილს - 5 წელი;

რამაზ მამულაძეს - 5 წელი;

სულხან ტუღუშს - 5 წელი;

ანტონ ვარდანიძეს - 5 წელი. 

პროკურატურა რვავე დაკავებულს ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა. 

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე,  22 პირთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე