რეზონანსი
(21.06.2026)

კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება, - წერს დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში. აშშ-ის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს წარმატებები უსურვა, თუმცა აღნიშნა, რომ მან უმნიშვნელოვანეს საკითხებში კრახი განიცადა.
„მან კრახი განიცადა ორ უმნიშვნელოვანეს საკითხში - მიგრაციასა და ენერგეტიკაში (გახსენით ჩრდილოეთის ზღვის ნავთობი!). წარმატებებს ვუსურვებ!" - წერს ტრამპი.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სტარმერმა ბრიტანეთის მმართველი ლეიბორისტული პარტიის წევრების ნდობის დაკარგვის ფონზე, შესაძლოა, ხვალ გადადგომის შესახებ განაცხადოს
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



