რეზონანსი
(20.06.2026)

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ 91-კმ 99 მონაკვეთზე (გუდაური-ჯვრის უღელტეხილი), მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების გამო, 2026 წლის 21 ივნისს 08.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



