რეზონანსი
(20.06.2026)

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 22 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან - ძლიერი. სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
„საქართველოს მდინარეებზე ნარჩუნდება მაღალი წყლიანობა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, ცალკეული მდინარეების აუზებში (ენგური, რიონი, არაგვი, იორი, ალაზანი) - წყლის დონეების საშიშ ნიშნულებამდე მატება, პატარა მდინარეებზე - წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვაგააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



