რეზონანსი
(19.06.2026)

ისრაელი და „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომელიც დღეს, ადგილობრივი დროით, 16:00 საათზე ამოქმედდა, - ამის შესახებ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა „როიტერს“ განუცხადა.

„ჰეზბოლა“ და ისრაელი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა და დასძინა, რომ ამერიკელმა და კატარელმა მომლაპარაკებლებმა შეთანხმება ირანის დახმარებით შეიმუშავეს.

„დღეს დილით ერთმანეთის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის შემდეგ, ისრაელი და „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმში არიან“, - აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე