რეზონანსი
(19.06.2026)

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანმა უახლოეს დღეებში ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
ტაიანმა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა დონალდ ტრამპის განცხადება, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი „დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს მას ფოტოს გადაღებას ეხვეწებოდა.
„პრეზიდენტ ტრამპის სერიოზული და შეურაცხმყოფელი განცხადებები პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მიმართ მთელი იტალიის შეურაცხყოფას წარმოადგენს. ამ მიზეზის გამო, გადავწყვიტე, გავაუქმო 21-22 ივნისს დაგეგმილი ვიზიტი შეერთებულ შტატებში“, - დაწერა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



