რეზონანსი
(19.06.2026)

მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შეფასებისას, ალბათ კომიკურ ჟანრში გადავალთ. სერიოზულ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ თუ მაინც დაჟინებულად მთხოვთ სერიოზულად შევაფასო - ეს არის მორალისგან დაცლილი, სისხლიანი რეჟიმის შემოქმედის, "ნაცმოძრაობის" სულიერი მამის ერთ-ერთი მონაბოდი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალია გამოეხმაურა სააკაშვილის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილი „ძალიან ცუდად დაამთავრებს ამერიკელებთან".

"სააკაშვილი საკანში რა სიზმარს ნახავს, ვერ გაიგებ; დღეს ამერიკით დაგემუქრება, ხვალ რამე სხვა ქვეყნით. დღეს უკრაინელია, ხვალ ქართველია, ზეგ შეიძლება რუსი აღმოჩნდეს და მაზეგ შეიძლება მისი დიდი ბაბუა ფლორიდიდან იყოს. თითოეული მისი განცხადება არის კომიკური ჟანრის“, - განაცხადა კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე