რეზონანსი
(17.06.2026)

ბათუმი ტურისტულ სეზონს ოფიციალურად ხსნის - 20 და 21 ივნისს ზღვისპირა ქალაქი "ზაფხულის ფესტივალს" უმასპინძლებს. ანბანის კოშკთან საფესტივალე სივრცე საზაფხულო დეკორაციებით მოირთვება, სადაც სტუმრებისთვის 10-ზე მეტი ლაუნჯი და კაფე იმუშავებს.

მუსიკალურ განწყობაზე ბენდები იზრუნებენ, პარალელურად კი, 150-მდე მეწარმის გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. ფესტივალზე დასწრება უფასოა.

შაბათ-კვირას მუსიკალური შოუ ყოველდღე საღამოს 5 საათიდან დაიწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე