რეზონანსი
(15.06.2026)

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი საჯაროდ გამოქვეყნდება, სავარაუდოდ, პარასკევს დაგეგმილი ოფიციალური ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ.

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ორმხრივ შეხვედრაზე დასმულ კითხვაზე, თუ როდის გამოქვეყნდებოდა შეთანხმება, ტრამპმა თქვა: „ვფიქრობ, საკმაოდ მალე. ვიტყოდი - ანუ, მე თავად მსურს მისი გამოქვეყნება, რადგან ეს ძალიან ძლიერი დოკუმენტია".

„ეს ძალიან ძლიერი დოკუმენტია და მინდა, რომ გასაჯაროვდეს. ასე რომ, ალბათ საკმაოდ მალე. ვიტყოდი, პარასკევის შემდეგ, რაღაც დროში", - აღნიშნა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე