რეზონანსი
(14.06.2026)

აზერბაიჯანის მმართველი პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის" ახალგაზრდული ორგანიზაციის მიწვევით, 14-16 ივნისს „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის დელეგაცია, ვარლამ ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანში იმყოფება, - ინფორმაციას „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, დელეგაციის წევრები მონაწილეობას მიიღებენ ქალაქ შუშაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე - „რეგიონული წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში: მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში".

„პანელური დისკუსიის ფორმატში, ვარლამ ლიპარტელიანი სიტყვით გამოვა", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე