რეზონანსი
(13.06.2026)

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა მემორიალთან იმყოფებოდნენ და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მეხანძრე-მაშველები სტიქიის დროს დაღუპული კოლეგის, ზურაბ მუზაშვილის მშობლიურ სოფელ აღაიანშიც იმყოფებოდნენ და მისი სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ზურაბ მუზაშვილი 2015 წლის 13 ივნისს, სხვა მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ვერეს ხეობაში, სტიქიის ეპიცენტრში სამაშველო სამუშაოებს ასრულებდა. მან საკუთარი სიცოცხლის ფასად ექვსი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე