რეზონანსი
(12.06.2026)

აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პროცესში არსებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, ხელმოწერის შემთხვევაში, "ტექნიკური" მოლაპარაკებების 60-დღიანი პერიოდი დაიწყება - ამის შესახებ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ მემორანდუმი ასახავს ძირითად ვალდებულებებს, რომლებზეც ირანი უნდა დათანხმდეს, მათ შორის, ბირთვული პროგრამის დემონტაჟს, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას და აშშ-ს მიერ ირანის გამდიდრებული მასალის განადგურებას, ტექნიკური მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება იმაზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს და შესრულდეს კონკრეტულად ჩამოთვლილი პუნქტები - აღნიშნა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მედიასთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე