რეზონანსი
(09.06.2026)

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 8 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს - პროკურატურის შუამდგომლობა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დააკმაყოფილა.
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე თავისუფლდებიან: გოჩა ყატაშვილი; სულხან აბრალავა. დათო ღურწკაია; გენადი კელიხაშვილი; რამაზ ჯორბენაძე; ჯანდრი თირქია; ევა შაშიაშვილი; ალექსანდრე გოგოლაძე.
სამი წელი პირობითი მსჯავრი - ეს არის სასჯელი, რომელიც მათ დაეკისრებათ. პროკურატურის პასუხს განსასჯელის სკამზე მყოფი ბრალდებულები თვეები ელოდებოდნენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



