რეზონანსი
(09.06.2026)

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2026 წლის 1-ელ კვარტალში 271.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის 1-ლი კვარტალის წინასწარ მონაცემებთან შედარებით 47.7%-ით მეტია. "საქსტატის" ინფორმაციით, ზრდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის - სააქციო კაპიტალისა და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის ზრდამ განაპირობა.

2026 წლის 1-ელ კვარტალში სააქციო კაპიტალმა 101.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.5%-ია. რეინვესტიციამ 145.8 მლნ აშშ დოლარს მიაღწია და მისი წილი 53.8%-ით განისაზღვრა, ხოლო სავალო ვალდებულებებმა 23.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 8.8%-ია.

„წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის 1-ელ კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა გაერთიანებული სამეფო იყო - 52.4 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 19.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა აშშ - 47.5 მლნ აშშ დოლარით (17.5%), ხოლო მესამეზე ნიდერლანდები - 29.2 მლნ აშშ დოლარით (10.8%).

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიან მოცულობაში 47.6%-ს შეადგენს.

უფრო კონკრეტულად, 2026 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ:

გაერთიანებული სამეფო - 52.4 მლნ. აშშ დოლარი;

აშშ - 47.5 მლნ. აშშ დოლარი;

ნიდერლანდები - 29.2 მლნ. აშშ დოლარი;

აზერბაიჯანი - 20.9 მლნ. აშშ დოლარი;

მარშალის კუნძულები - 19.8 მლნ. აშშ დოლარი;

გერმანია - 17 მლნ. აშშ დოლარი;

რუსეთი - 17 მლნ. აშშ დოლარი;

მალტა - 16.1 მლნ. აშშ დოლარი;

ესპანეთი - 12.8 მლნ. აშშ დოლარი;

ჩინეთი - 12.4 მლნ. აშშ დოლარი.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის 1-ელ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 125.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ინვესტიციების 46.1%-ია. მეორე ადგილზეა უძრავი ქონების სექტორი - 48.8 მლნ. აშშ დოლარით (18%), ხოლო მესამეზე - ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი - 37.2 მლნ. აშშ დოლარით (13.7%).

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა, განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, 77.8% შეადგინა,“ - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე