რეზონანსი
(07.06.2026)

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავარიის დროს დაშავებული 2 ზრდასრულის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკა რუსთავში განუცხადეს, პაციენტებს სხვადასხვა მოტეხილობები აღენიშნებოდათ, გაუკეთდათ ოპერაცია და მათი მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებულები განაგრძობენ მკურნალობას.
გუშინ რუსთავი-თბილისის ავტობანზე ექსკურსიის ორი მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 5 ბავშვი და 3 ზრდასრული დაშავდა.
ინფო რუსთავი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



