რეზონანსი
(06.06.2026)

ორი დღის წინ კვადროციკლით მომხდარი უბედური  შემთხვევისას დაშავებული  ბავშვის, - 2017 წელს დაბადებული ბექა იგრიაშვილის  მდგომარეობა დამძიმდა.  ის ამჟამად საუნივერსიტეტო კლინიკაში ინტენსიური, რეანიმაციული მკურნალობის ქვეშ იმყოფება.

8 წლის ბიჭუნას მრვალობითი მოტეხილობები და ტრავმები, ქალასარქველის და ფუძის მოტეხილობები აღენიშნება. ეპიდელური სისხლჩაქცევები და თავის ტვინის დიფუზიური ტრავმა დაუდგინდა. ამჟამად პაციენტს მწვავე ანემია აქვს. 

ოჯახი 8 წლის ბიჭუნას თურქეთის მრვალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას გეგმავს.

შეგახსენებთ, 4 ივნისს  თელავში კვადროციკლით ავარიის შედეგად, ორი მოზარდი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, 8 წლის ბიჭი და მისი თანატოლი გოგო კვადროციკლით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილეს და კედელს დაეჯახნენ. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ბიჭმა თავისა და ყბა-სახის მძიმე დაზიანება მიიღო. მეორე დაშავებულს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა. 

წყარო: კახეთის ხმა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე