რეზონანსი
(06.06.2026)

უკრაინამ სანკტ-პეტერბურგსა და მის შემოგარენზე მასობრივი საჰაერო იერიში მიიტანა. ლენინგრადის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ დროზდენკოს თქმით, რუსეთმა უკრაინის 140-ზე მეტი დრონი ჩამოაგდო.
სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბეგლოვმა მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. მისი თქმით, უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ნავთობის საწყობს დაარტყეს.
„ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და უკრაინის თავდაცვის დაზვერვის მეომრების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
დღეს სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე რუსეთის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ბოლო დღეა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



