რეზონანსი
(06.06.2026)

რკინიგზის ლიანდაგებიდან სამართალდამცავებმა დააკავეს 35 წლის ქართველი მამაკაცი, რომელსაც 30 000 ევროზე მეტი ღირებულების ნივთები ჰქონდა სახლებიდან მოპარული. ინფორმაციას იტალიური მედია ვრცელებს.
მამაკაცს თავდაპირველად დოკუმენტები სთხოვეს. განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ, გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცმა დანაშაული ავსტრიაში ჩაიდინა, თუმცა მისი დაკავება იტალიაში მოხდა.
არსებული ინფორმაციის თანახმად, მამაკაცი და მისი თანამზრახველი ავსტრიაში მდებარე ბინაში შევიდნენ და ნაღდი ფული, ოქროს მონეტები და სხვადასხვა სამკაულები მოიპარეს. ქურდები ადგილიდან მიიმალნენ.
მამაკაცი გადაყვანილია ავსტრიაში, სადაც მიმდინარეობს გამოძიება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



