რეზონანსი
(31.05.2026)

ორი გარდაცვლილი და ერთი მძიმედ დაშავებული, რომლის სიცოცხლისთვის მედიკოსები იბრძვიან.
ასე დასრულდა სოფელ გაჭედილთან უმძიმესი ავარია, როდესაც ავტომანქანა შენობის კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ახალგაზრდა - ნიკა ფაილოძე და ლევან ბერიშვილი - დაიღუპნენ.
"ახალგაზრდა ბიჭები არიან გარდაცვლილი, შემზარავი ტრაგედია ტრიალებს. მესამე დაშავებულის გადასარჩენად ექიმები ახლაც იბრძვიან" ,- ამბობს ადგილობრივი.
შსს-ში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



