რეზონანსი
(30.05.2026)

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებით რუსული Tu-142 ტიპის ორი თვითმფრინავი და „ისკანდერის“ ბალისტიკური სისტემა გაანადგურა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, „ისკანდერი“ და ორი Tu-142 განადგურება უკრაინულმა დრონებმა როსტოვის ოლქში მდებარე ქალაქ ტაგანროგის პორტზე განხორციელებული თავდასხმისას მოახერხეს.

შორი მანძილზე მფრინავი Tu-142 ტიპის თვითმფრინავი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ გამოიყენება. ის სტრატეგიული ბომბდამშენის Tu-95-ის ბაზაზეა აწყობილი. თვითმფრინავს უკრაინაზე თავდასხმებისთვის ხშირად იყენებენ.

„ისკანდერი“ კი არის რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, რომელსაც რაკეტის გაშვება 500 კილომეტრის რადიუსით შეუძლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე