რეზონანსი
(29.05.2026)

ყაზახური მხარე, ბაქო-სუფსის მილსადენით, საკუთარი ნავთობის ექსპორტის შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრის ერლან აკენჟენოვის განცხადებით, დღესდღეობით ასტანა ნავთობის ექსპორტის სხვადასხვა მარშრუტებს განიხილავს, მათ შორისაა ბაქო-სუფსის ნავთობსადენიც.
ცნობისთვის, 19 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, ბაქო-სუფსის მილსადენი, რომელიც 3 წელი არ ფუნქციონირებდა, მუშაობას განაახლებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



