რეზონანსი
(28.05.2026)

ორდღიანი ძებნის შემდეგ სამტრედიაში დაკარგული მწყემსი, სოფელ იანეთში, მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაადასტურეს.
მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში რამდენიმე მუნიციპალიტეტის ძალები აქტიურად ჩაერთნენ.
მაშველებმა ცხედარი მდინარიდან უკვე ამოასვენეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



