რეზონანსი
(28.05.2026)

გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის განცხადებით, ბრიუსელმა უკრაინის სასარგებლოდ ევროკავშირში ახალი წევრების მიღების სისტემა უნდა შეცვალოს. ამ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.

მარტა კოსი აცხადებს, რომ ბლოკის დაჩქარებული წესით გაფართოების დროა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად შეთანხმდნენ ახალი წევრების მიღების განსხვავებულ პროცედურაზე.

ევროკომისრის თქმით, უკრაინისთვის ე.წ. ასოცირებული წევრის სტატუსის მინიჭება ერთ-ერთი იდეაა. კოსმა აღნიშნა რომ ლიდერები დამსახურებაზე დაფუძნებულ პრინციპთან ერთად, განიხილავენ ეტაპობრივი ინტეგრაციის პროცესსაც.

ევროკომისრის თქმით, ევროკავშირის გაფართოება ახლა ბლოკის მომავლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე