რეზონანსი
(28.05.2026)

ბოლნისში „ბოლო ზარზე“ 4 მანქანა ავარიაში მოჰყვა - დაშავებულია 10-მდე ახალგაზრდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია 24News.ge ავრცელებს.
შემთხვევა სოფელ კაპანახჩში მოხდა. გამოცემის ცნობით, დაშავებულები ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. ადგილობრივი მედია წერს, რომ რამდენიმე დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



